კაკაო 2024 წლის საუკეთესო სავაჭრო პროდუქტად დასახელდა, რომლის ფასი წლის განმავლობაში 185%-ით გაძვირდა. ასეთი ზრდა წელს ბიტკოინსაც არ ჰქონია.
კაკაოს ფიუჩერსებმა წინა კვირაში ყველა დროის მაქსიმუმს, ტონაზე $12,500-ს მიაღწია.
შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის გაძვირებას იწვევს გვალვა დასავლეთ აფრიკაში, რაც ზედიზედ მეოთხე სეზონია დეფიციტით ემუქრება ბაზარს.
კაკაოს გლობალურმა ბაზარმა 2023-2024 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დეფიციტი განიცადა, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს კაკაოს ფასები კვლავ მაღალი იქნება, რადგან მოთხოვნა აჭარბებს წარმოებას. ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის კაკაო საუკეთესო სავაჭრო საქონელი იქნება.