კაკაოს ფასი აგრძელებს ზრდას და ერთი ტონა მარცვლის ფასი მსოფლიო ბაზარზე უკვე რეკორდულ $10 400-ს მიუახლოვდა. 2023 წლის მარტის ბოლოს ერთი ტონა $2700 -ად იყიდებოდა. ეს არის თითქმის 250%-იანი ზრდა გასული მარტთან შედარებით, რაც ბიტკოინისა და ოქროს ბოლოდროინდელ ზრდას აჭარბებს.
მიმდინარე წელს კაკაოს ფასი გაორმაგებულია, რაც ამ პროდუქტის მყიდველებისთვის წარმოუდგენელი გაძვირებაა.
ფასების ზრდა დასავლეთ აფრიკაში, მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში დ’ივუარის სანაპიროსა და განაში კაკაოს ცუდმა მოსავალმა გამოიწვია. ექსტრემალურმა სიცხემ, დაავადებებმა და უკანონო მოპოვებამ შეამცირა წარმოება, რამაც მსოფლიო დეფიციტის წინაშე დააყენა.
კაკაოს მარცვალზე ფასების ზრდა აძვირებს შოკოლადის ნაწარმს. მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია საქართველოში შოკოლადის ფასზე უკვე აისახა. გაძვირების ახალი ტალღა აპრილისთვის არის მოსალოდნელი.
ფასის დასტაბილურების ნიშნები ჯერ არ ჩანს. სპეციალისტების პროგნოზით, არსებობს რისკი, რომ მიწოდება კიდევ შემცირდება და სიტუაცია გაუარესდება.