კაკაოს მარცვლის ფასმა ერთ წელიწადში თითქმის 65%-ით მოიმატა. ხოლო იანვარში ზრდა 15% იყო. ნიუ-იორკის ფიუჩერსების ფასები 46 წლის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ MarketWatch წერს.
Dow Jones-ის მიხედვით, ტონა კაკაოს მარცვლის მარტის ფიუჩერსების ფასმა $5006-ს მიაღწია. ფასის ზრდა დასავლეთ აფრიკიდან კაკაოს მოწოდების შემცირებამ გამოიწვია. გლობალური ბაზრის უკეთ მომარაგება ვერ მოხდება 2024 წლის ბოლომდე, სანამ ახალი მოსავალი არ იქნება, შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი იქნება.
კაკაოს მარცვლების მიწოდება აფრიკის სპილოს ძვლის სანაპიროდან, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, ოქტომბერ-იანვარში 35%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
ბანკის ექსპერტების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კაკაოს მარცვლების ბაზარი წელს დეფიციტური იქნება.
კაკაოს გაძვირების გამო წლის განმავლობაში შოკოლადის ნაწარმის გაძვირებაა მოსალოდნელი.