კაკაოს ფიუჩერსები ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე 18 მარტს რეკორდულ დონემდე გაძვირდა. ფასების გლობალურ ზრდას მიწოდების დეფიციტი იწვევს, რაც დასავლეთ აფრიკაში კაკაოს ცუდი მოსავლის შედეგია.
მიმდინარე წლისთვის კაკაოს საშუალო ფასის პროგნოზი 60%-ით არის გაზრდილი და ტონაზე $6000-ს აღწევს.
კაკაოს მსხვილმა ქარხნებმა კოტ–დ‘ივუარში და განაში(მსოფლიო კაკაოს თითქმის 60%-ს აწარმოებენ) გადამუშავება მარცვლის დეფიციტის გამო შეამცირეს.
კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაცია (ICCO) კაკაოს გლობალური წარმოების 10,9%-ით შემცირებას პროგნოზირებს. მისი ვარაუდით, ამ სეზონზე მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი 374,000 ტონას მიაღწევს.
მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ყავა და შაქარიც. რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები ტონაზე $3,339-მდე გაიზარდა.
დილერები ამბობენ, რომ ვიეტნამში, რომელიც რობუსტას წამყვანი მომწოდებელია, წარმოება შემცირებულია. აღნიშნული გარემოების გამო გაძვირებული არაბიკის მარცვალიც აღარ იაფდება.
კილოგრამი არაბიკას საბითუმო ფასმა მსოფლიო ბაზარზე $4-ს გადააჭარბა.
ასევე გაიზარდა შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასიც და კილოგრამზე $49-ს მიაღწია. ხოლო ტონა თეთრი შაქრის ფასი $626- მდე გაიზარდა.
ბრაზილიაში უნალექო ამინდების გამო, 2024-2025 წლის სეზონზე შაქრის ლერწმის მოსავლის შემცირებას ელოდებიან.