იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიანი პროტესტის ფონზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონის განხილვას და ხმის მიცემის პროცესს არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები. ისინი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. საკომიტეტო მოსმენაზე დაასწრება აუკრძალეს ონლაინ-მედიის და რადიოს ჟურნალისტებსაც.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელისკენ მიმავალი ქუჩები პოლიციის კორდონების მიერ იყო გადაკეტილი. რუსთაველზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
„ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა პოლიციის მანქანების და სპეცრაზმის კორიდორის გავლით დატოვეს. მათ მომიტინგეები აცილებდნენ შეძახილით „რუსებო, რუსებო!”.
ისინი პარლამენტის წინ აქციას აგრძელებენ.
„რუსული კანონის” განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. სხდომა ხვალ, 12 საათზე დაიწყება.