იტალიის ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონის სალერნო კოსტა დ’ამალფის აეროპორტის გახსნა 2024 წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი.
ამალფის სანაპირო სამხრეთ იტალიაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია, კლდეზე შეფენილი სოფლებით და ტერასულად განლაგებული ლიმონის ბაღებით. ამალფის სანაპირო წელიწადში დაახლოებით ხუთ მილიონ ტურისტს იზიდავს.
რეგიონს ამ დრომდე არ აქვს აეროპორტი, რაც მოგზაურთათვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ისინი ამალფისა და პოზიტანომდე მისასვლელად, ნეაპოლის აეროპორტში ჩადიოდნენ, შემდეგ კი, დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, მატარებლით და ავტობუსით მგზავრობდნენ.
2024 წლის ივლისში სალერნო კოსტა დ’ამალფის აეროპორტი რეკონსტრუქციის შემდეგ კომერციული ფრენებისთვის გაიხსნება.
პირველ ფრენებს ესპანური ბიუჯეტური ავიაკომპანია Volotea 11 ივლისიდან დაიწყებს შემდეგი ოთხი მიმართულებიდან იტალიური კალიარიდან, ვერონადან და კატანიადან და საფრანგეთის ქალაქი ნანტიდან.
სალერნო კოსტა დ’ამალფის აეროპორტი მდებარეობს ამალფიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 45 კილომეტრში და სალერნოდან 21 კილომეტრში.