ფასების მატებასთან ერთად იტალიელები ნაკლებს ყიდულობენ. მათ განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტების შეძენა შეამცირეს.
იტალიის მომხმარებელთა კავშირის (UNC) მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად ახალი ხილი გაძვირდა – წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით.
მას მოჰყვება ზეითუნის ზეთი 3%-იანი ზრდით, კარაქის და საკონდიტრო ნაწარმის ფასი კი ერთ თვეში 2%-ზე მეტად გაიზარდა.
ბავშვის საკვები, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით გაძვირდა 2.9%-ით.
მომხმარებელთა კავშირი ირწმუნება, რომ იტალიის ოჯახების ცხოვრების დონე მცირდება.
„ინფლაციის გამო, იტალიელები იძულებით დიეტაზე არიან“, – ამბობს UNC.
იტალიის პროფკავშირები აღნიშნავს, რომ ბევრი იტალიელი ყიდულობს უფრო იაფ პროდუქტს ან ზოგიერთ პროდუქტს საერთოდ გამორიცხავს სასურსათო კალათიდან.
კვლავაც აგრძელებს ზრდას იტალიური სამზარეულოს სიმბოლოს – მაკარონის ფასიც.