ისრაელის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანას ღაზაში ომი უკვე $53,3 მილიარდი დაუჯდა.
ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ თანხა მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებულ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანს, ქვეყნის მიერ აღებულ ვალს და საგადასახადო შემოსავლების დანაკარგებს.
ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ამირ იარონმა აღნიშნა, რომ ომი უფრო დიდ ფინანსურ ზარალს იწვევს, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი და მას ეკონომიკისთვის „შოკი“ უწოდა.
ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ურჩია, სიფრთხილე გამოიჩინონ დივიდენდების განაწილებისა და აქციების ყიდვისას, მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნის პერიოდში საკრედიტო ნაკადის შესანარჩუნებლად.
Moody’s-ის პროგნოზით, ისრაელში ინფლაცია 6.8%-მდე აიწევს, მშპ-ის ზრდა 1.4%-მდე შემცირდება.
ისრაელმა $6 მილიარდი ისესხა საერთაშორისო ინვესტორებისგან ობლიგაციების გამოშვების გზით.