როგორც უკრაინული მედია წერს, 30 ივლისის ღამით 3 სამოქალაქო გემმა Ams1, Sahin 2 და Yilmaz Kaptan თურქეთის სრუტეები გაიარა და გეზი უკრაინის პორტებისკენ აქვს.
გემები ეკუთვნით ისრაელს, საბერძნეთს და თურქეთი/საქართველოს. მათი დანიშნულების ადგილი უკრაინაა.
ისრაელის სამოქალაქო გემი არის პირველი, რომელმაც დაარღვია შავი ზღვის რუსული ბლოკადა 25 ივლისს დაბომბვის შემდეგ.
აშდოდის პორტიდან გასვლისას ხომალდმა ღიად დაასახელა თავისი დანიშნულების ადგილი – უკრაინა და გადაკვეთა შავი ზღვა პირდაპირი გზით..
გემის უსაფრთხოებას ამერიკული თვითმფრინავი P8 უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა `მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით.
ამის შემდეგ ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინის პორტები და მარცვლეულის ტერმინალები დაბომბა.
გარდა ამისა, რუსული მხარე დაიმუქრა, რომ ჩაძირავს სამოქალაქო გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ წავლენ შავი ზღვის გავლით.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუმინეთი გეგმავს გააფართოოს მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი უკრაინიდან კონსტანტას პორტამდე, რადგან რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლა სურსათით გლობალური ვაჭრობის რისკებს ზრდის.