Moody’s Analytics-მა განაცხადა, რომ ისრაელის საკრედიტო რეიტინგების განხილვა დაიწყო. მსგავსი ნაბიჯი გადადგა Fitch Ratings-მაც, რომელმაც ამ კვირის დასაწყისში ისრაელის საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურ ხაზში განათავსა.
როგორც ისრაელის მედია წერს, მეორე კვირაა ქვეყანაში ვაჭრობა ნულზეა.
ინვესტორებს მომავლის შიში აქვთ.
გარდა ამისა, ნავთობის ფასი მეორე კვირაა სტაბილურად იზრდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო. მისი გლობალური ფასი დღეის მდგომარეობით, ბარელზე $93-ს გადასცდა.
გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ მთელი რეგიონი მოიცვა.
ისრაელის ჯარი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
შეტაკებები ისრაელის ძალებსა და ლიბანურ ჰესბოლას შორის ლიბანი-პალესტინის საზღვარზე გრძელდება. შეერთებულმა შტატებმა თავისი ავიამზიდი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სანაპიროსკენ. იმავდროულად, ირანი იმუქრება ინტერვენციით, თუ ისრაელის აგრესია გაგრძელდება.