ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის საფონდო ბირჟაზე 2,3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
ბანკებმა და ტექნიკურმა ინდუსტრიამ, რომლებიც ისრაელის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს ქმნიან, მძიმე დარტყმა მიიღეს.
არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის ამერიკულმა Chevron-მა, ოპერაციები შეაჩერა, ხოლო ბევრმა უცხოურმა ავიაკომპანიამ უარი თქვა ისრაელის მიმართულებით ფრენებზე.
შეკელი დოლართან მიმართებაში სუსტდება. როგორც ისრაელის მედია წერს, ბანკებმა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების გაზარდონ, თუ მიმდინარე მოვლენების გამო ინფლაცია გაიზრდება.
ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო უცხოური ვალუტის გაყიდვა ლიკვიდურობის გაზრდისა და ადგილობრივი კრედიტორებისთვის დოლარის მიწოდების მიზნით. ის $30 მილიარდის ღირებულების ვალუტის გაყიდვას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება შეკელის კურსის მკვეთრ ვარდნას მოჰყვა.
ინტერვენციების მიუხედავად, ისრაელის შეკელი ვარდნას განაგრძობს.
ფინანსისტები ბაზრებზე სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. ექსპერტები საბრძოლო მოქმედებების გამწვავებას ვარაუდობენ, ეს კი უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე.