ირანში ახალი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ კვირას, 23 ივნისს განაცხადეს.
ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ ციფრული რიალი საბანკო ქსელის მომხმარებლებისთვის შესყიდვების გასაადვილებლად შეიმუშავა.
მარეგულირებლის ცნობით, ელექტრონული ვალუტის საცდელი ვერსია სამხრეთ ირანში, კუნძულ კიშზე ტესტირების შემდეგ ჩაუშვეს.
საპილოტე პლატფორმა ბანკს საშუალებას მისცემს საბოლოოდ შემოიტანოს ირანის ეროვნული ვალუტის, რიალის ციფრული ვერსია. კიშის საცდელი პროექტი ივლისში დაიწყება.
ირანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული რიალი იქნება გამოყენებული საცალო ტრანზაქციებისთვის, როგორიცაა პროდუქტებისა და სერვისების შესყიდვა.
ირანმა ციფრული ვალუტის პროგრამა 2021 წელს დაიწყო და მისი მიზანი ციფრული ეკონომიკისა და გადახდის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა.