ირანმა ისრაელთან ვაჭრობის და საქმიანი კავშირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ის ასევე აჩერებს პროდუქციის იმპორტს იმ კომპანიებისგან, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჰდი საფარიმ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ემზადება, გამოაქვეყნოს ისრაელის კომპანიებთან დაკავშირებული იმპორტის სია.
საქონლის საბოლოო ჩამონათვალი მომავალ კვირას გადაეგზავნება მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს, რომელიც შეწყვეტს მათ შეკვეთას.