მაისის თვეში იპოთეკური სესხების გაძვირების ტენდენცია დაფიქსირდა.
TBC Capital-ის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთის კლების მიუხედავად, ლარში გაცემული იპოთეკური კრედიტების საშუალო წლიური განაკვეთი აპრილთან შედარებით გაიზარდა და 11.64% შეადგინა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, შემცირებულია.
იპოთეკურ სესხებზე არსებული განაკვეთების დინამიკა საქართველოში
მცირედით არის მომატებული უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო წლიური პროცენტიც და 7,09%-ს შეადგენს.
რაც შეეხება, უძრავი ქონების ტრანზაქციების და გაცემული იპოთეკური სესხების ღირებულებას შორის თანაფარდობას, 2024 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 26%-მდე შემცირდა და ოდნავ აღემატება წინა წლის I კვარტლის მაჩვენებელს.
ტრანზაქციების და გაცემული იპოთეკური სესხების ღირებულება