მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი იაპონიაშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში – ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ.
რეიტინგის მიხედვით, ძვირი იპოთეკური სესხებით, 95 ქვეყანას შორის, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 11,75% -ს შეადგენს.
ამ რეიტინგის, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის, მეზობელ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, თურქეთსა და სომხეთთან შედარებით კი, იაფი.
აზერბაიჯანში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,41%-ს შეადგენს, თურქეთში – 33,32%-ს, სომხეთში – 14,28%-ს, რუსეთში კი 11,64%-ს.
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
- იაპონია – 1,78%
- ტაივანი – 1,86%
- ლუქსემბურგი – 2,50%
- შვეიცარია – 2,50%
- ფინეთი – 3,30%
- ავსტრია – 3,38%
- ბელგია – 3,38%
- სლოვენია – 3,49%
- ესპანეთი – 3,49%
- სინგაპური – 3,50%
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
- არგენტინა – 53,81%
- თურქეთი – 33,32%
- ვენესუელა – 25,91%
- ირანი – 22,18%
- უზბეკეთი – 21,54%
- ნიგერია – 20,08%
- პაკისტანი – 19,25%
- შრი-ლანკა – 18,01%
- უკრაინა – 16,77%
- ბელარუსი – 16,73%