მაისში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2%-მდე შემცირდა. ეს არის ინგლისის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელი, რომლის მისაღწევად ის 3 წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მიმართავდა.
მაისში ინფლაციის ვარდნა ძირითადად განაპირობა საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების ფასების ვარდნამ, ასევე დასვენებისა და კულტურის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფასების ზრდის შენელებამ განაპირობა.
პურის, მარცვლეულის, ბოსტნეულის, შაქრის, ჯემისა და შოკოლადის ფასები ერთი წლის წინანდელთან შედარებით დაეცა, მაგრამ მთლიანობაში სურსათის ფასები კვლავ 25%-ით მაღალია, ვიდრე იყო 2022 წლის დასაწყისში. გაიზარდა ბენზინის ფასიც.
ინფლაციის კლების მიუხედავად, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5.25%-ზე – დატოვა, რაც 16 წლის მაქსიმუმია. მარეგულირებელი ორგანოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგვისტოში უნდა შეიკრიბოს. წინასწარი პროგნოზის ტანახმად, კომიტეტი განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს.