TBC Capital-ის შეფასებით, ლარის გაცვლით კურსზე 3 ძირითადი კომპონენტი მოქმედებს:
- პირველი ფაქტორი სავალუტო შემოდინებებია, რაც მართალია, ისეთი მაღალი აღარაა, თუმცა, წინა წლების დინამიკის გათვალისწინებით, მისაღებ დონეზეა, ვიდრე დაბალია;
- მეორე კომპონენტი ინფლაციის დონეა. ამჟამად სამომხმარებლო ფასების დინამიკა სამიზნეზე დაბლაა; საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მაღალი ინფლაცია ვალუტის გაუფასურებასთან ასოცირდება, მოკლევადიან პერიოდში კი, სამიზნეზე დაბალი ინფლაცია, ვალუტის კურსის კუთხით, ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ეს კავშირი მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით ჩანს.
- მესამე კომპონენტი ლარის საშუალო კურსია. TBC Capital შეფასებით, ამჟამად ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა;
რაც შეეხება მოლოდინებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით, TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი, მცირედით, თუმცა, მაინც უფრო ნაკლებ შერბილებაზე მიუთითებს –
ასევე, თავისთავად არა ყველა ინდუსტრიის შემთხვევაში, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ჯამურად საქართველოს ეკონომიკისათვის ლარი კონკურენტუნარიანობის კუთხის არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორია; ამასთან, სხვა შეფასებებიც შეიძლება არსებობდეს;
მომავალ წელს ინფლაცია სამიზნეს დაუბრუნდება და უფრო მეტიც, მცირედით უფრო მაღალიც კი იქნება. ამდენად, ინფლაციის კუთხით, შეფასება თუ პოზიტიური არა, დიდად არც ნეგატიურია.
ასევე საყურადღებოა, რომ სხვა ცვლადებთან ერთად, ინფლაციის აღნიშნული მოლოდინი, 2024 წლის ბოლოს ლარის აშშ დოლართან დაახლოებით 2.75-იან ნიშნულს ითვალისწინებდა.