ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, ევროზონაში წლიური ინფლაცია დეკემბერში, 2,4%-ით გაიზარდა, რაც მაღალია ნოემბრის 2,2%-თან შედარებით.
წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები დეკემბერში გაიზარდა 0.4%-ით, რამაც შეცვალა ნოემბრის 0.3%-იანი კლება.
ინფლაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გახდა სერვისები, რომლებიც წლიურად 4%-ით გაძვირდა, რაც ოდნავ აღემატება ნოემბრის 3,9%-ს.
სურსათის, ალკოჰოლის და თამბაქოს ფასებმა შეინარჩუნა სტაბილური ტემპი 2.7%. ენერგომატარებლების ფასებმა 0,1%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში -2%-ით ვარდნის შემდეგ, რაც ასახავს საწვავის მაღალ ხარჯებს ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში.
ქვეყნებს შორის 4,5%-იანი წლიური ინფლაციით ხორვატია ლიდერობს. შემდეგ მოდის ბელგია 4,4%-ით, ესტონეთი-4,1%-ით მესამეა. გერმანიაში ინფლაციამ 2.8%, საბერძნეთში 2.9%, ხოლო ესპანეთში 2.8% შეადგინა. პორტუგალიაში ფასები წლიურად 3,1%-ით გაიზარდა,
როგორც ბელგიაში, ასევე გერმანიაში, თვიური ინფლაცია გაიზარდა 0.7%-ით.
ირლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველაზე დაბალი 1%-იანი წლიური ინფლაცია, დაფიქსირდა შესამჩნევი 0.9%-იანი თვიური მატება.
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებელი 1.4% დაფიქსირდა. ხოლო თვიური ზრდა 0.1% იყო.
საფრანგეთში ფასები წლიურად 1.8%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია აგვისტოს შემდეგ. ესპანეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.8%-ია, რაც ყველაზე მაღალია 2024 წლის ივლისის შემდეგ.
ნიდერლანდებში ფასების დონე იყო 3.9%, ყველაზე მაღალი 2023 წლის ივლისის შემდეგ.
ინფლაციის ზრდის მიუხედავად, მოლოდინი, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 30 იანვრის შეხვედრაზე განაკვეთებს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, შენარჩუნებულია.