ინფლაცია აშშ-ში ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ,3%-ით გაიზარდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2021 წლის მარტის შემდეგ.
ფასების ზრდის ტემპი აშშ-ში უკვე მე-12 თვეა კლებულობს. მაისში ფასების დონე 4%-იან ნიშნულზე იყო.
ელექტროენერგიის ფასები გასულ თვეში 16,7%-ით შემცირდა, ხოლო სურსათზე ფასები გაიზარდა 5,7%-ით, მაისში 6,7%-იანი ზრდის შემდეგ.
ხოლო საბაზო ინფლაციამ (საკვების და ენერგიის ღირებულების გამოკლებით), 4.8% შეადგინა.
ფედერალური რეზერვი (TimeFED) ყურადღებით აკვირდება სამომხმარებლო ფასებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მაღალი ინფლაციის გამო FED-მა რეფინანსირების განაკვეთი ბოლო სხდომაზე 5%-მდე გაზარდა.
ხოლო ცენტრალური ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს.
ფედერალური რეზერვის შემდეგი სხდომა 25-26 ივლისს გაიმართება.