Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში საშუალო წლიურ ინფლაცია 5.2%-ის დონეზე იქნება. თუმცა, საინვესტიციო ბანკის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკა ოპტიმისტური სცენარით განვითარდა, საშუალო წლიური ინფლაცია 6%-მდე მოიმატებს.
Galt&Taggart-ის საბაზისო პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. ამავე დროს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იანვრის მონაცემების გათვალისწინებით, გაზრდილია ალბათობა, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკის ოპტიმისტური სცენარი წელს ეკონომიკის 6.9%-იან ზრდას ითვალისწინებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა(2022 წლის იანვარში ზრდა 18% იყო). იანვარში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის და მასპინძლობის დარგებში, ხოლო შემცირდა მრეწველობის, პროფესიული საქმიანობის და ენერგეტიკის სექტორებში.