რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, მხარდამჭერებისადმი მიმართვაში ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ დამარცხება აღიარა. მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოიგეს.
„31 მარტის არჩევნები გარდამტეხი მომენტია. ჩვენ ადგილობრივი არჩევნებში ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ველოდით“, – თქვა ერდოღანმა.
სტამბოლის ოპოზიციურმა მერმა ეკრემ იმამოღლუმ დაახლოებით 10%-იანი სხვაობით მოიპოვა გამარჯვება.
იმამოღლუმ სტამბოლში პირველად 2019 წელს გაიმარჯვა. ამით დასრულდა ერდოღანის 25-წლიანი კონტროლი თითქმის 16 მილიონიან ქალაქზე, რომლის წლიური ბიუჯეტი $6,6 მილიარდია. ოპოზიციურმა პარტიამ ასევე მოიგო დედაქალაქი ანკარა იმავე არჩევნებში.
ეკონომიკა – გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნებში
ეკონომიკა გადამწყვეტი ფაქტორი იყო ერდოღანის დამარცხებისთვის.
ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკურმა კრიზისმა, მათ შორის თითქმის 70%-იანმა ინფლაციამ და ზრდის შენელებამ, რასაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვა, ამომრჩევლებს ერდოღანის პარტიაზე „შურისძიებისკენ” უბიძგა.
თურქი ხალხი ცვლილებას ითხოვდა. სოციალური დახმარებები მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ასევე გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ თურქეთში სამომხმარებლო ხარჯების გაზრდით.
უკმაყოფილებას იწვევდა ერდოღანის მთავრობის უარი ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტაზე, მიუხედავად ღაზაში ომისა.
თუმცა, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თურქეთის ეკონომიკურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. საპროცენტო განაკვეთები ისევ მაღალი დარჩება ინფლაციის შესამცირებლად.
ერდოღანს შესასრულებელი აქვს მისი დაპირება, მინიმალური ხელფასის და პენსიების გაზრდა 2024 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ დაუშვებს, რომ არჩევნების შედეგებმა შეაფერხოს მისი ეკონომიკური გეგმები.