ინდონეზიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არ განაახლოს უვიზო რეჟიმი 159 ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან.
ინდონეზიის ტურიზმისა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ 159 ქვეყნის მოქალაქეების უვიზო ვიზიტები ქვეყნისთვის არაეფექტური აღმოჩნდა.
ინდონეზიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა არ დააზარალებს ტურიზმის ინდუსტრიას, პირიქით, გააუმჯობესებს ტურიზმის ხარისხს.
ინდონეზიამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის დატოვა.