ინდოეთმა მთვარეზე მისიის გაშვებაზე რუსეთზე 2-ჯერ ნაკლები დახარჯა.
ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვა.
საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, ინდოეთმა ეს შეძლო.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციას (ISRO) ამ მისიის განხორციელება მხოლოდ $75 მილიონამდე დაუჯდა.
შედარებისთვის, რუსული Luna-25 მისიის ბიუჯეტი, რომელიც კატასტროფით დასრულდა, $130 მილიონს შეადგენდა.
SpaceX დაახლოებით $67 მილიონს ხარჯავს Falcon 9-ის ყოველ გაშვებაზე, ხოლო Falcon Heavy-ის მისიები დაახლოებით $100 მილიონი ჯდება.
NASA-ს მთვარის ამბიციური პროგრამის – Artemis-ის ბიუჯეტი $93 მილიარდია და დანახარჯები კიდევ იზრდება.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა Chandrayaan-3-ის წარმატებული დაშვება მთვარის ზედაპირზე 23 აგვისტოს განახორციელა.
Luna-25 კი 20 აგვისტოს მთვარის ზედაპირს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა. წარუმატებელი მისიის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული სახელმწიფო კორპორაცია როსკოსმოსი უსახსრობის გამო ცენტრალური ოფისის პერსონალის განახევრებას გეგმავს.