ინდოეთი მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ახლა უკვე მზეს უმიზნებს.
ინდოეთის კოსმოსური სააგენტო (Isro) ახალი მისიის – Aditya-L1-ის მზისკენ გაშვებას 2 სექტემბერს გეგმავს.
ახალი თანამგზავრის მისია მზის შესწავლა იქნება.
თანამგზავრი Aditya-L1 აფრინდება PSLV XL რაკეტის მეშვეობით ინდოეთის მთავარი კოსმოსური სადგურიდან, რომელიც ანდრა პრადეშის შტატში მდებარეობს.
Aditya ჰინდის ენაზე მზეს ნიშნავს.
მისიის მიზანია მზის პირველადი შესწავლა კოსმოსიდან. მან ასევე, უნდა აწარმოოს დაკვირვება, რა გავლენა აქვს მზეს კოსმოსურ ამინდზე, როგორიცაა მაგალითად, მზის ქარიშხალი.
იმის გათვალისწინებით, რომ მზის სხვადასხვა გამოსხივება არ აღწევს დედამიწამდე, კოსმოსური ხომალდი შეძლებს, დააკვირდეს და შეისწავლოს ასეთი გამოსხივების გავლენა დედამიწის ატმოსფეროს გარეთ.
მზეზე თანმიმდევრული და დაუბრკოლებელი დაკვირვების მიზნით, ინდოეთის კოსმოსური სააგენტო ხომალდს გაუშვებს ჰალო ორბიტაზე, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული.
კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, Aditya-L1-ს მოგზაურობისთვის დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება.
23 აგვისტოს, ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 (მთვარეობა) მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასვა. დაშვების შემდეგ მზის ენერგიით მომუშავე როვერი იკვლევს მთვარის ზედაპირს და ორი კვირის განმავლობაში გამოაგზავნის მონაცემებს დედამიწაზე.