ინდოეთის სარეზერვო ბანკმა (RBI) რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მერვედ უცვლელად 6.5%-ის ნიშნულზე დატოვა.
სამომხმარებლო ფასები ინდოეთში აპრილში 4,85%-ით გაიზარდა, რაც პრაქტიკულად მარტის დინამიკას დაემთხვა.
RBI-ს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 2- 6% აქვს განსაზღვრული.
ცენტრალური ბანკის შეფასებით, ინფლაციის შენარჩუნების და სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა ისევ რჩება, რასაც მსოფლიო ბაზარზე არასტაბილურობა განაპირობებს.
ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის მშპ-ს ზრდის პროგნოზი მიმდინარე ფისკალურ წელს, რომელიც 2025 წლის მარტში მთავრდება, 7%-დან 7,2%-მდე გაზარდა, ხოლო ინფლაციის პროგნოზი კვლავ 4,5%-ზე დატოვა.