როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 13 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 5%-ს მიაღწია.
ეს პროცენტის ზედიზედ მეცამეტე ზრდაა ცენტრალური ბანკის მხრიდან. 2008 წლის შემდეგ განაკვეთი ასეთი მაღალი არ ყოფილა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სამომხმარებლო ფასების ზრდით არის გამოწვეული. მაისის თვეში ინფლაციამ 8,7% შეადგინა.
ინგლისის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ყველა ღონეს მიმართავს, ინფლაცია მიზნობრივ 2%-იან დონეს რომ დაუბრუნდეს.