ბიზნესმენი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი მშობლები გახდნენ. წყვილის მესამე, ერთობლივი შვილის დაბადების შესახებ 10 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ბავშვს Techno Mechanicus დაარქვეს. მასკმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „Tau Techno Mechanicus. გარშემოწერილობა/დიამეტრი“.
გრაიმსს და მასკს არ უთქვამთ, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს – ბიჭი (დაიბადა 2020 წლის მაისში) და გოგონა (დაიბადა 2021 წლის დეკემბერში). მათი სახელებია XÆ A-Xii (გამოითქმის Ex Ash A-Twelv) და Exa Dark Siderel.
გრაიმსმა ინტერვიუში თქვა, რომ მისი ქალიშვილის სახელია უბრალოდ Y („ვაი”, ქართულად „რატომ?”).
მასკს ჯასტინ უილსონთან პირველი ქორწინებიდან კიდევ ხუთი შვილი ჰყავს: მათი პირველი შვილი, 2002 წელს დაბადებული ვაჟი ნევადა, 10 კვირის ასაკში ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა.