2024 წლის ივნისში საქართველოში ფასები საზოგადოებრივ კვებაზე კი 7.5%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია ხინკლის ფასი. ასევე მაღალია ზრდა სასტუმროების მომსახურებაზე, სადაც ფასებმა წლიურად 6,5%-ით მოიმატა.
როგორც საქსტატის ივნისის ინფლაციის ანგარიშშია მითითებული, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ქვეჯგუფში ფასებმა თვის ჭრილშიც მოიმატა და აქ ინფლაციამ 1.3% შეადგინა. ივნისში ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე – 3.8%, ისე საზოგადოებრივ კვებაზე – 0.8%.
გთავაზობთ, კონკრეტულად რა მომსახურება რამდენი პროცენტით გაიზარდა წლიურ ჭრილში:
- ხინკალი რესტორანში – 12.30%
- ყავა კაფეში – 11.87%
- ლუდი ბარში – 9.04%
- ხაჭაპური საცხობში – 7.39%
- სასტუმროს მომსახურების ღირებულება – 6.5%
- სადილი რესტორანში – 4.38%
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.5%-ით შემცირდა,ხოლო წლიურმა ინფლაციამ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.