საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის
პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ივნისში შენელებულია მაისის თვესთან შედარებით, როცა მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 9,2% შეადგენდა. კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმპორტის მოცულობის შემცირებამ.