საქსტატის მონაცემების მიხედვით, ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. ეს ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2016 წლის ნოემბრის შემდეგ.
ინფლაციის დონის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის გაიაფებამ მოახდინა.
ზრდაზე კი უმეტესად იმოქმედა სხვადასხვა საქონელისა და მომსახურების ჯგუფში ფასების მომატებამ.
რაც შეეხება სურსათის ჯგუფს, საქსტატის თანახმად, ფასები წინა წლის ივნისთან შედარებით უცვლელია.
ინფლაცია სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7-%-ით, რაც
0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია
ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (10.7%), სხვა
სახის მომსახურება (91.0%);
ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური
სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3%) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6%-ით, რაც 1.45 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9%);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9%-იანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა
ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5%) და საავადმყოფოების
მომსახურებაზე (6.6%).