იპოთეკურ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ივნისის თვეშიც გაიზარდა. ამას ადასტურებს TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში უფრო მეტად პროცენტმა უცხოურ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე მოიმატა. ზრდა შედარებით მცირე იყო ლარში გაცემულ სესხებზე.
2024 წლის ივნისში კომერციული ბანკები უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხს საშუალოდ წლიურ 7,40%-ად გასცემდნენ. აღნიშნული განაკვეთი მიმდინარე წლის მაისის თვეში 7.09%-ს შეადგენდა.
იპოთეკურ სესხებზე არსებული განაკვეთების დინამიკა საქართველოში:
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის განაკვეთს, ივნისში 11,66% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მაისი თვეში 11,64% იყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში, როგორც 2023 წლის მეორე კვარტალთა, ასევე წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია გაცემული იპოთეკური სესხების ღირებულება, ხოლო უძრავი ქონების ტრანზაქციების ღირებულება პირიქით, შემცირებულია.
ამასთან აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხების განაკვეთი არ არის თანხვედრაში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთის დინამიკასთან, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირდება და ამჟამად 8%-ს შეადგენს.