2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივლისში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის, მაჩვენებელი 1.1%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოხადინა საწვავის გაძვირებამ. ფასების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაფეების და რესტორნების მომსახურების გაძვირებამ.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა
მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე
(12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების
შეძენაზე (3.3 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (22.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9
პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები
(3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9
პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 პროცენტი), პური და
პურპროდუქტები (-2.5 პროცენტი);