ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $298.1 მლნ (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით ($5.4 მლნ-ით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდის ტენდენციაა.
ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან გაიზარდა. ამავე დროს, აშშ ლიდერია გადმორიცხვებით, საიდანაც ივლისში საქართველოში $50,34 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა.
წლიურ ჭრილში ფულადი გადმორიცხვების ყველაზე დიდი კლება რუსეთიდან დაფიქსირდა – 38.55%. ივლისში რუსეთის ფედერაციიდან $45,47 მილიონი გადმოირიცხა. კლებით მეორეა ყაზახეთი, საიდანაც გზავნილები 35,90%-ის შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოდან განხორციელებულ გადარიცხვებს, 2024 წლის ივლისში საზღვარგარეთ $33.5 მლნ (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის ($28.6 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.