Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და $530 მილიონი შეადგინა.
ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალთან შედარებით, 44.2% -ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. ამ პერიოდში რუსეთიდან 460 ათასამდე ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ტურისტული ვიზიტებით მეორე ადგილზეა თურქეთი. ამ ქვეყნიდან 344 ათასამდე ტურისტი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთს პირველი ადგილი უკავია 582,5 ათასი ვიზიტით.
ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს სომხეთი 200, 6 ათასი ვიზიტით, ისრაელი – 105, 2 ათასი; აზერბაიჯანი – 75,2 ათასი და უკრაინა – 60, 730 ათასი ვიზიტით.
სულ 2023 წლის ექვს თვეში ქვეყანაში 1, 930 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2022 წელთან შედარებით, თითქმის 60%-ით არის გაზრდილი.