2023 წლის ივლისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ, წინა თვესთან შედარებით, იკლო, მაგრამ თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა და 3,336 შეადგინა, რაც წინა თვეს დაახლოებით 8%-ით ჩამორჩება. მცირედი კლება (-2%) დაფიქსირდა წლიურ ჭრილშიც.
რაც შეეხება ფასს, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, უცვლელი დარჩა და კვ. მეტრის გასაყიდი ფასი $1,164-ს გაუტოლდა.
წლიურ ჭრილში კი 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
თვიურ ჭრილში ტრანზაქციების შემცირების ფონზე, ბაზრის მოცულობამ ივნისთან შედარებით 9%-ით იკლო და $255 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის ივლისში თბილისში 681 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 15%-ით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა, წლიურ ჭრილში 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა.