ივლისში ევროზონაში ინფლაცია 2,6%-მდე გაიზარდა, ივნისში არსებული 2,5%-იანი მაჩვენებლის შემდეგ და გადააჭარბა ეკონომისტების წინასწარ მოლოდინს, რომლებიც 2,4% ზრდას ვარაუდობდნენ.
ფასების ზრდასთან ერთად, ევროს კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 9 თვიან მაქსიმუმს მიაღწია.
რატომ გაიზარდა ინფლაცია ევროპაში
ფასების ზრდამ შეიძლება შეცვალოს ევროპის ცენტრალური ბანკის გეგმა, სექტემბერში შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
ევროპაში კვლავ იზრდება მომსახურების ფასები. ივლისში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ინფლაციაში.
ინფლაცია შენელდა ესპანეთში 3.6%-დან 2.9%-მდე, ხოლო პორტუგალიაში 3.1%-დან 2.7%-მდე.
ევროზონის წევრ ქვეყნებს შორის წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა:
-
ფინეთში 0,5%,
-
ლატვიაში 0,8%
-
დანიაში 1,0%
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:
-
რუმინეთში 5.8%
-
ბელგიაში 5.4%
-
უნგრეთში 4.1%
-
ესპანეთში 2,9%
-
პორტუგალიაში 2,7%
-
გერმანიაში 2.6%.
დღეს, 21 აგვისტოს, ევრო/აშშ დოლარის თანაფარდობა 1,11-ზეა, რაც გამოწვეულია მოლოდინით, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მალე დაიწყებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას.