TBC Capital-ის უძრავი ქონების კვლევა აჩვენებს, რომ 2023 წლის ივლისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, საბურთალო პირველ ადგილზეა, ხოლო მეორეზე დიდი დიღომია.
დიდუბეში, კრწანისსა და ისანში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური კლება შეიმჩნევა გლდანსა და სამგორში.
რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+38%) და ნაძალადევში (+30%) დაფიქსირდა.
იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე $2,000-ს გადააჭარბა.
ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში კვლავ ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+42%), ნაძალადევი (+40%) და მთაწმინდა (+38%) გამოირჩეოდა. რაც შეეხება ახალ ბინებს, ჩუღურეთში, წლიურ ჭრილში, ფასები გაორმაგდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა და წ/წ ცვლილება (%). ახალი vs ძველი