2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), რომელიც მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 15.8%-ით შემცირდა და $1,030.1 მილიარდს გაუტოლდა. კლება ძირითადად განაპირობა აზოტოვანი სასუქტების ექსპორტის მკვეთრმა შემცირებამ. ასევე შემცირებულია თხილის ექსპორტი, რაც ექსპორტის საერთო მაჩვენებელზე აისახა.
საქსტატის თანახმად, ადგილობრივი პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი ($217.2 მლნ), თურქეთი ($153.6 მლნ) და ჩინეთი ($100.5 მლნ).
იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს $140.3 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $105.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, $73.1 მლნ. (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი: