სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წელს, იანვარ-აპრილში, გასულ წელთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21,9%-ით გაიზარდა და $6,491 მილიარდი შეადგინა. გაზრდილია როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მაჩვენებელი.
რადგან ექსპორტი მეტად გაზრდილია, დაიკლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა და 2023 წლის იანვარ-აპრილში $2,571 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.
2023 წლის იანვარ-აპრილში:
- საგარეო სავაჭრო ბრუნვა $6,491 მილიარდი იყო;
- ექსპორტი – $1,960 მილიარდი (ზრდა – 23,5%);
- იმპორტი – $4,531 მილიარდი (ზრდა – 21,2%).