2024 წლის იანვარ-აპრილში კომერციულმა ბანკებმა 935.834 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 88% ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 17 ბანკიდან ხუთი – სილქ ბანკი, ვითიბი ბანკი, პეისერა, ჰეშბანკი და პეივბანკი – ზარალზე გავიდნენ.
ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-აპრილი):
- საქართველოს ბანკი – 475.393 მლნ ლარი
- თიბისი – 346.982 მლნ ლარი
- ლიბერთი ბანკი – 32.131 მლნ ლარი
- ბაზის ბანკი – 24.115 მლნ ლარი
- პროკრედიტ ბანკი – 12.616 მლნ ლარი
- ქართუ ბანკი – 12.326 მლნ ლარი
- კრედო ბანკი – 11.032 მლნ ლარი
- ტერა ბანკი – 9.461 მლნ ლარი
- ხალიკ ბანკი – 6.372 მლნ ლარი
- იშ-ბანკი – 5.129 მლნ ლარი
- პაშა ბანკი – 2.659 მლნ ლარი
- ზირაათ ბანკი – 1.853 მლნ ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, 2024 წლის იანვარ-აპრილში სილქ-ბანკი – 2.482-მილიონიან ზარალზე გავიდა, პეისერა – 524 ათასი ლარის, პეივბანკი 117 ათასი ლარის, ჰეშბანკი – 1.037 მლნ ლარის და ვითიბი ბანკი საქართველო – 74 ათასი ლარი ზარალზე გავიდა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 17 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.