2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 30.4%-ითაა გაზრდილი ხოლო მოცულობა 51.1%-ით.
იმპორტირებული ხორბლის ღირებულების შედარებით დაბალი ზრდა(მოცულობასთან შედარებით) შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული, რომელიც წლიურად -13.7%-ით იყო გაიაფებული.
ქვეყანაში ხორბლის იმპორტი თითქმის 100%-ით რუსეთიდან ხდება. წელს მხოლოდ მცირე რაოდენობა, რამდენიმე ტონა შემოვიდა ავსტრიიდან და გერმანიიდან.
2024 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 116%-ით $4.734 მლნ-დან $10.227 მლნ-მდე გაიზარდა.
ხორბლის იმპორტი საქართველოში ($მლნ)
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ხორბლის კარგი მოსავალი იყო, დაახლოებით 150 ათასი ტონა. ხორბლის ადგილობრივ წარმოებას დაეხმარა რუსულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება.
როგორც ცნობილია, 2023 წლის ოქტომბრიდან მთვარობამ, ადგილობრივი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით, 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. დაბეგვრას დაექვემდებარა ქერისა და ქატოს იმპორტიც, შესაბამისად, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.
ამის მიუხედავად, რუსული ხორბალს მაინც ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავს. სარეალიზაციო ბაზარზე ქართული ხორბლის სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ადგილობრივი ფერმერებს მოსავლის უმეტესი ნაწილი ჯერჯერობით დასაწყობებული აქვთ და რეალიზაციის დასაწყებად ფასის მომატებას ელოდებიან