2023 წლის იანვარში კომერციული ბანკებში განთავსებული ანაბრები 648.73 მილიონი ლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 1 თებერვლისთვის საბანკო სისტემაში დეპოზიტების სახით სულ 43.64 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. ეს 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია 2022 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით ნაკლები). ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში საბანკო ანგარიშებზე დეპოზიტების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე იყო.
დეპოზიტების კლება მოთხოვნამდე ანაბრების ხარჯზე მოხდა. მოთხოვნამდე დეპოზიტები იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.93%-ით). ხოლო ვადიანი დეპოზიტების მოცულობა პირიქით, 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.83%-ით გაიზარდა).
2023 წლის იანვრის ბოლოსათვის დეპოზიტების 45.11% ლარშია განთავსებული და ეს მაჩვენებელი დეკემბერთან შედარებით 1.21%- ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.74%-ით) არის გაზრდილი.
იანვრისთვის ვადიან დეპოზიტებზე საშუალო განაკვეთი 8.06% შეადგენდა, მათ შორის ლარის ანაბარზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.07%