თურქული აქციები მსოფლიოში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის ისრაელის მოვლენების გამო. საფონდო ინდექსები რეკორდულად დაეცა.
Borsa Istanbul 100 ინდექსი 7.1%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა თებერვლის მიწისძვრების შემდეგ და ბოლო სამი წლის ყველაზე ნეგატიური მაჩვენებელია.
ყველაზე დიდი კლება უდიდესი თურქული გადამზიდავის – Turkish Airlines-ის აქციების ფასმა განიცადა. ის 6,2%-ით შემცირდა.
ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, როგორც ჩანს, ინვესტორები შეაშფოთა. მათ განწყობაზე იმოქმედა თურქეთის პრეზიდენტის –რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებამ და ჰამასის შექებამ, რომელსაც მან პალესტინის მიწების განმათავისუფლებელი უწოდა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი აჩერებს ისრაელთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას.
სპეციალისტების პროგნოზით, თურქეთის ცენტრალური ბანკი 26 ოქტომბრის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს 35%-მდე, რაც მეხუთე ზრდაა მაისის შემდეგ, რადგან ქვეყანა 60%-ზე მაღალ ინფლაციას ებრძვის.