თურქეთის ცენტრალური ბანკის (CBRT) ახალმა ხელმძღვანელმა ფატიჰ კარაჰანმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს რეფინანსირების განაკვეთს, სანამ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლემდე არ დაიწევს.
„ჩვენი მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის მიღწევაა. ვაგრძელებთ მუშაობას ინფლაციის შესამცირებლად”, – თქვა კარაჰანმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.
ივლისში კარაჰანი დაინიშნა ჰაფიზე გაიე ერკანის მოადგილედ, რომელიც თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი მმართველი იყო. პარასკევს 2 თებერვალს, ერკანი თანამდებობიდან გადადგა, მის ოჯახთან დაკავშირებული სკანდალის გამო. მისი ადგილი კარაჰანმა დაიკავა.
ინფლაცია თურქეთში
იანვარში ინფლაციის დონემ 14 თვის მაქსიმუმს, 64,9%-ს მიაღწია.
კომუნალური გადასახადები 46%-ით (ერთი თვით ადრე – 40,4%-ით) გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება – 77,5%-ით (77,1%-ით). დასვენებისა და გართობის ფასები გაიზარდა 61,8%-ით (61,3%).
სურსათი 69,7%-ით გაძვირდა, დეკემბერში 72%-იანი ზრდის შემდეგ.