ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ივნისში 71,6%-მდე დაეცა, რაც ბოლო რვა თვეში პირველად მოხდა.
თურქეთის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ დეფლაციის პროცესი დაიწყო და ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი ივლისსა და აგვისტოში უფრო მეტად დაიწევს.
მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრო 2024 წელს ინფლაციის მნიშვნელოვან კლებას არ ელოდება. თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაციის 34%-მდე შემცირებას ვარაუდობს.
მაისში თურქეთში სამომხმარებლო ფასებმა პიკს, 75,5%-ს მიაღწია.
2023 წელს ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8.5%-დან 50%-მდე გაზარდა, მაღალი ინფლაციის და თურქული ლირის გაუფასურების შესაჩერებლად.
მიმდინარე წელს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 50%-ზე ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა და განაცხადა, რომ გააგრძელებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, სანამ ინფლაციის სამიზნე 5%-იან მაჩვენებელზე არ ჩამოვა.