თურქეთში ინფლაცია სექტემბერში შემცირდა და 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა.
Turkstat-ის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ სექტემბის თვეში 49,4% შეადგინა(აგვისტოში 52% დაფიქსირდა). ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასებმა 2,5%-ით მოიმატა.
თურქეთში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ზედიზედ მეოთხე თვეა მცირდება, თუმცა, ფასები მაინც მაღალ ნიშნულზეა
ექსპერტების პროგნოზით, სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წლიურად 48,3%-მდე დაიკლებს.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულების ზრდა სექტემბერში შენელდა 43,7%-მდე აგვისტოს 44,9%-დან, სატრანსპორტო მომსახურება – 26,6%-მდე 29%-დან, კომუნალური გადასახადები – 97,87%-მდე ჩამოვიდა 101,49%-დან. სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასები გაიზარდა 65.41%-ით (+67.7% ერთი თვით ადრე), ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი 52.35%-ით (+60.94%), საგანმანათლებლო მომსახურებაში – 93.59%-ით (+120.81%), სამედიცინო – 50,7%-ით (+53,49%).
მაღალი ინფლაციის ფონზე, თურქეთის ცენტრალურმა ბანკი ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და მარტიდან საპროცენტო განაკვეთს 50%-ზე ტოვებს. 2023 წლის ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 8.5% იყო.