თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა (CBRT), ბოლო ორ წელიწადში პირველად, რეფინანსირების განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით, 47,5%-მდე შეამცირა. ეს აღემატებოდა ეკონომისტების პროგნოზს, რომელიც განაკვეთის 150 პუნქტით კლებას ვარაუდობდნენ.
ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება ინფლაციის კლების ფონზე მიიღო. თურქეთში ნოემბრის თვეში ინფლაცია 47,09%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2023 წლის ივნისის შემდეგ. თურქეთში ფასები მეექვსე თვეა იკლებს.
ამის მიუხედავად, ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფლაციის რისკები შენარჩუნებულია და არ გამორიცხავს, რომ ფასების ზრდის შემთხვევაში, მომავალ შეხვედრაზე თავისი პოზიცია შეცვალოს.
თურქეთის ცენტრალური ბანკის საშუალოვადიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს. ასევე, ნავარაუდევია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 21%-მდე შემცირდება, ხოლო 2026 წლის ბოლოსთვის 12%-მდე დაიწევს.
ცნობისთვის, ნოემბერში Standard & Poor’s-მა თურქეთის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა BB-მდე B+-დან, მონეტარული პოლიტიკის შერბილების, ლირის სტაბილიზაციისა და უცხოური ვალუტის რეზერვების აღდგენის მოტივით.