თურქეთის ცენტრალურმა ბანკი, ერთთვიანი პაუზის შემდეგ, აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამჯერად განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 50%-ს მიაღწია.
პროცენტის ზრდის გადაწყვეტილება ბანკმა თებერვალში მოსალოდნელზე მაღალ ინფლაციით ახსნა. ფასებმა განსაკუთრებით მომსახურების სექტორში მოიმატა.
როგორც ბანკი აღნიშნავს, მკაცრ მონეტარული პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებენ, სანამ არ მოხდება ინფლაციის მნიშვნელოვანი და მდგრადი შემცირება. ცენტრალური ბანკი მომავალში არც პროცენტის ზრდას გამორიცხავს თუ ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს.
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ თურქეთში 67,1%-ს მიაღწია. წინა თვეში სამომხმარებლო ფასებმა, იანვართან შედარებით, 4,5%-ით მოიმატა.
თურქული ლირას კურსი ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა და 32,3840 ლირა/$1 გახდა.