თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 7,5%-ით, 25%-მდე გაზარდა.
ანალიტიკოსები გაცილებით ნაკლებ ზრდას, განაკვეთის 20%-მდე აწევას ვარაუდობდნენ.
ეს უმაღლესი მაჩვენებელია 2004 წლის იანვრის შემდეგ.
წინა შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2,5%-ით,17,5%-მდე.გაზარდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რათა, რაც შეიძლება, მალე შემცირდეს ინფლაცია.
განაკვეთის გაზრდისთანავე თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 0,2%-ით გამყარდა და 1 აშშ-ის ღირებულებამ 27,15 ლირა შეადგინა.