ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური
ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად
დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების
მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას
ისახავს მიზნად.
შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში
ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000
ლარის გამოყოფას გულისხმობს.
TBC x GLOVO
თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ,
რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის
წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს
თიბისი სრულად დაფარავს. მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას
შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით
სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები
შეძლებენ.
TBC x MYMARKET
თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც
არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას.
სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას
HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.
მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ
პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და
პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის
ჩათვლით.
(რ)